Mirror to the Sky

Mirror to the Sky
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 19 მაისი 2023
ჩაიწერა 2022
სტუდია
ჟანრი პროგრესული როკი[1]
ხანგრძლივობა 63:35
ლეიბლი
პროდიუსერი სტივ ჰაუ
Yes — ქრონოლოგია
The Quest
(2021)
Mirror to the Sky
(2023)
Yessingles
(2023)
სინგლები ალბომიდან {{{სახელი}}}
  1. „Cut from the Stars“
    გამოცემის თარიღი: 10 მარტი 2023
  2. „All Connected“
    გამოცემის თარიღი: 26 აპრილი 2023
  3. „Circles of Time“
    გამოცემის თარიღი: 24 მაისი 2023
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Sonic Perspective8.8/10[2]
Classic Rock3.5/5 stars[3]
Riff Magazine8/10[4]

Mirror to the Sky — ინგლისური პროგრესული როკ ჯგუფ Yes-ის ოცდამესამე სტუდიური ალბომი, გამოცემული 2023 წლის 19 მაისს InsideOut Music-ის და Sony Music-ის მიერ.[5]

ეს არის ჯგუფის პირველი სტუდიური ალბომი ამერიკელი დრამერ ჯეი შელენის, როგორც სრულუფლებიანი წევრის მონაწილეობით, 2022 წელს დრამერ ალან უაიტის გარდაცვალების შემდეგ. 2016 წლიდან შელენი დროდადრო ეხმარებოდა ჯგუფს და დამატებითი პერკუსიონისტის სახით გამოჩნდა მის წინა ალბომზე, The Quest.[6] ამრიგად, ეს არის ჯგუფის პირველი ალბომი უაიტის გარეშე, 1972 წლის Close to the Edge-ის შემდეგ.

ალბომზე მუშაობა Yes-მა დაიწყო 2021 წლის ოქტომბერში The Quest-ის გამოცემამდე. ისევე, როგორც წინამორბედზე, სტივ ჰაუმ კვლავ შეასრულა პროდიუსერის როლი, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიაში FAMES Orchestra-მ პოლ კ. ჯოისის ხელმძღვანელობით ჩაწერა ორკესტრული პარტიები. ალბომი გამოიცა სხვადასხვა ფორმატით — CD-ებზე, გრამფირფიტებზე, Blu-ray დისკებსა და ნაკადოვან პლატფორმებზე. ზოგიერთ გამოცემას ახლავს როჯერ დინის დამატებითი გრაფიკაც.

  1. Gill, David. (15 მაისი 2023) Album Review: Yes returns to its golden era on 'Mirror to the Sky'. Riff Magazine. ციტირების თარიღი: 18 მაისი 2023
  2. YES – Mirror to the Sky (Album Review) (May 2023).
  3. Yes: A strong start and a lacklustre finish on 23rd studio album Mirror to the Sky (19 მაისი 2023).
  4. ALBUM REVIEW: Yes returns to its golden era on 'Mirror to the Sky' (15 მაისი 2023).
  5. "Yes return with Mirror to the Sky", by Grant Moon, Prog issue 138, March 2023, p. 12–13
  6. Rock progresivo y clásico en Mellotronweb.com.ar. ციტირების თარიღი: 8 მარტი 2023

© MMXXIII Rich X Search. We shall prevail. All rights reserved. Rich X Search